“უკრაინამ აშშ-სგან კასეტური ბომბები უკვე მიიღო, თუმცა, არ გამოუყენებია” – გენერალი
უკრაინული სამხედრო ჯგუფის – “ტავრიას” მეთაურმა, ალექსანდრე ტარნავსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან უკვე მიიღო კასეტური საბრძოლო მასალები, მაგრამ ჯერ არ გამოუყენებია.
„ახლახან მივიღეთ ისინი, ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ მათ შეუძლიათ, რადიკალურად შეცვალონ სიტუაცია. მტერსაც ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მოპოვებით, უპირატესობას მივიღებთ. მტერი დათმობს ტერიტორიების იმ ნაწილს, სადაც მათი გამოყენებაა შესაძლებელი“, – თქვა გენერალმა.
ტარნავსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმია არ გამოიყენებს ამ საბრძოლო მასალას მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.