საქსტატი: იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 266.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1%-ით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 050.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.2%-ით, ხოლო იმპორტი – 7 215.8 მლნ. აშშ დოლარი. ზრდამ 20.4% შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები