სოფო მოსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და „მოამბის“ წამყვანი სოფო მოსიძე თანამდებობიდან გადადგა და საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა.
მოსიძის ტელევიზიიდან წასვლას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებიც ადასტურებენ. გადაწყვეტილების შესახებ მან თანამშრომლებს აცნობა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია.