ვილნიუსის შემდეგ, ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა, სადაც სკანდინავიის ქვეყნების: ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის ლიდერებთან ერთად სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ფინეთის პრეზიდენტის ვებგვერდის ცნობით, შეხვედრაზე უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
ისტორიაში ეს მესამე ასეთი ტიპის სამიტია – მანამდე იყო 2013 წელს სტოკჰოლმში, მეორე – 2016 წელს ვაშინგტონში.