პოდოლიაკმა ომის დასრულების სამი ვარიანტი დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ომის დასრულების სამი ვარიანტი გააჟღერა, რომელიც მოიცავს უკრაინის გამარჯვებას ან წაგებას, ან სავარაუდო “მინსკ-3”-ს.
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„ომის დასრულებისთვის მხოლოდ სამი ვარიანტია. პირველი: ჩვენ გავიმარჯვეთ – და ამგვარად, არსებობს უკრაინის სახელმწიფო, რომელიც მთლიანად დომინირებს რეგიონში და, შესაბამისად, ექნება ძალიან მკაფიო პარტნიორობა. ის შეძლებს ჯარის მოდერნიზაციას და შეძლებს ჰყავდეს ეფექტური ჯარი“, – განაცხადა მან.
პოდოლიაკის თქმით, ამის პარალელურად იქნება დემილიტარიზაციის ზონა რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთს ჩამოერთმევა გარკვეული დიაპაზონის რაკეტები და გაიმართება სამიტი რუსეთის ბირთვული არსენალის გასაკონტროლებლად.
მეორე ვარიანტი, შეიძლება იყოს უკრაინის წაგება – და “მაშინ უკრაინა თანდათან, რამდენიმე წლის განმავლობაში მოკვდება”.
„არის მესამე ვარიანტი – შუაში: ჩვენ არ წავაგეთ, მაგრამ არის სადემარკაციო ხაზი – “მინსკი-3″. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჰაერის სასუნთქ აპარატთან დაგაკავშირებენ და თქვენი სიკვდილი ძალიან ნელა დადგება”,- თქვა მან.
პოდოლიაკის აზრით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებს.
„ამიტომ, ყველაფერი დანარჩენი არის რაღაც ალტერნატიული ელემენტების პოვნის მცდელობა, რომელიც სადღაც რაღაცის გაგრძელების საშუალება იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი ვარიანტები – მოგება ან წაგება“, – ამბობს პოდოლიაკი.