სემეკს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ. მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის სფეროში ჟვანიას სკოლის მსმენელების, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების, ცნობიერების ამაღლებისთვის სემეკის წარმომადგენლების მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროფესიულ, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლიერებასა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები