რატომ ტოვებს დავით სერგეენკო პარლამენტს – ირაკლი ქადაგიშვილის განმარტება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილი ინფორმაციით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა, – ამის შესახებ ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, სერგეენკოს მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილია სხდომების ნახევარზე მეტი.

ქადაგიშვილის თქმით, საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს და შესაბამისს დასკვნას მოამზადებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდის. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები