რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტს გამოეხმაურა.
მისი აზრით, ალიანსის წლევანდელი სამიტი ჩავარდნილია.
”იშვიათი შემთხვევა: სამიტი უკვე ჩავარდნილად დაიწყო. ვაშინგტონის გადაწყვეტილება კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ, უკრაინის საჯარო დამცირება, რაიმე თანმიმდევრული კონცეფციის არარსებობა მიმდინარე მოვლენებზე, შოკში ჩააგდო აშშ-ის გამოცდილი სატელიტებიც კი – ეს არის სამიტი ვილნიუსში“, – დაწერა მან “ტელეგრამში”.
ზახაროვას მტკიცებით, „უარესი წინ არის“.