ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების შესახებ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ვილნიუსში ნატოს სამიტს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება:
„არც გვქონდა განსაკუთრებული მოლოდინები, რომ ნატოს ახალი განცხადებით გარღვევა იქნებოდა. თუმცა, გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რაც განსხვავებულია ბუქარესტის სამიტისგან, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი.
როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში იქნება და არა – ახლა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.