“საქართველოს მიერ გაწეული წვლილი და ის პროგრესი, რომელსაც მან ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მიაღწია, ნატოს კომუნიკეში ცალსახად აღიარებულია” – გივი მიქანაძე
“გაჟღერებულია კონკრეტული მოთხოვნები რუსეთის მიმართ, რომ მან გაიწვიოს საკუთარი ჯარები და უკან წაიღოს ის აღიარების პოლიტიკა, რომელიც განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ვილნიუსში, ნატოს სამიტის პირველ დღეს მიღებული კომუნიკეს შეფასებისას განაცხადა.
„რაც მთავარია, საქართველოს მიერ გაწეული წვლილი და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მიაღწია, ამ კომუნიკეში ცალსახად აღიარებულია“, – განაცხადა მიქანაძემ.
ნატოს სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია:
„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, – ნათქვამია ნატოს სამიტის კომუნიკეში.