ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრებისთვის სამოქმედო გეგმის შესრულება არ დასჭირდება, თუმცა, ქვეყანას მაშინ გაუგზავნიან მიწვევას, როდესაც ყველა მოკავშირე შეთანხმდება და პირობები იქნება შესრულებული.
ამის შესახებ მან ვილნიუსში შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
ამავდროულად, ყოველივე ეს გაწევრების კონკრეტულ ვადებს არ ასახავს.
„ჩვენ გავაგზავნით უკრაინას ნატოში გაწევრიანების მოწვევას, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
Reuters-ის ცნობით, ანალოგიური სიტყვები ჩაიწერება სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში.