ირაკლი ზარქუა – სააკაშვილზე: მინდა, ელჩებს ვუთხრა, დაგაგვიანდათ – კაცი გამოცოცხლდა უკვე და ქართულ პოლიტიკაში ჩაერთო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის ყოფილი ელჩების მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“გერმანულმა კლინიკამ თქვა, რომ არც მოწამვლის და არც არაფრის საფუძველი არ უფიქსირდებაო. ამის შემდეგ მინდა, ელჩებს შევეხმიანო და ვუთხრა – დაგაგვიანდათ, კაცი გამოცოცხლდა უკვე, ალაპარაკდა ქართულად და ქართულ პოლიტიკაში ჩაერთო. დაადგა გზას ჭეშმარიტი პოლიტიკოსი. ასე რომ, თქვენი ეს განცხადება ცოტა დაგვიანებულია“, – აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი 10 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მთავრობას მოუწოდებენ ჰუმანიტარული მოსაზრებებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისცენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები