დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის ზოგიერთ უბანს გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. “თელასის” ცნობით, ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის, კავსაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, მოსაშვილის, მუხაძის და მიშველაძის ქუჩების 4280 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კუტუზოვის, საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების 337 აბონენტს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ზემო ვეძისის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და ჭილაძის ქუჩების 608 აბონენტს. სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და მუხაძის ქუჩების 39 აბონენტს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და რკინიგზის ჩიხის 3260 აბონენტს. გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას, კობერიძის, ჯანჯღავას, ქერჩის და მეგობრობის ქუჩების 548 აბონენტს. ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის და მამარდაშვილის ქუჩების 319 აბონენტს. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას, ხეივნის და გულუას ქუჩების 252 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ჩარგლის და ანაპის ქუჩების 690 აბონენტს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მეველის, იუნკერთა და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების 301 აბონენტს. დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩების 19 აბონენტს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.