თბილისის №103 სკოლის დემონტაჟი მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოფიციალური ფეისბუქის გვერდის საშუალებით სისტემატურად გამოაქვეყნებს ინფორმაციას სკოლების მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის №103 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს. დემონტაჟის შემდეგ 103-ე სკოლის ტერიტორიზე ახალი, თანამედროვე, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. სკოლის შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ადაპტირებული. 103-ე საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლე 2013 წლის ოქტომბრიდან დროებით, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მოსწავლეთა ტრანსპორტირებას სამინისტროს მიერ დანიშნული სასკოლო ავტობუსი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები