„ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ“ – ანდრია ჯაღმაიძე LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე

„ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„შეიძლება, არსებობდეს საფრთხე, კი, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, ეს არის მოწოდება,“ – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

კითხვაზე, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, მამა ანდრია ასე პასუხობს:

„და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ, რომ არ იძალადონ?“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები