ილია დარჩიაშვილი: თუ უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, უნდა დაასრულონ ის პროცედურები, რომელიც ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით დაიწყეს

ვფიქრობ, თუ უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციით, ჩვენი ელჩი კი არ უნდა გამოაგზავნონ კონსულტაციებისთვის, არამედ მათ უნდა დაასრულონ ის პროცედურები, რომელიც ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით დაიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენს ელჩს ქვეყანა დაატოვებინეს. ვფიქრობ, თუ უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია და ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია აინტერესებს, ჩვენი ელჩი კი არ უნდა გამოაგზავნონ ჩვენთან, კონსულტაციებისთვის, არამედ მათ უნდა დაასრულონ ის პროცედურები, რომელიც დაიწყეს და ჩვენ მოგვმართეს ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ მყისიერად მივეცით თანხმობა. უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ჩამოვიდეს ელჩი ამ ქვეყანაში. სხვათა შორის, ნებისმიერ უკრაინელ დიპლომატს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს, სამართლებრივად, უფლება აქვს, მოინახულოს მათი მოქალაქე, რომელიც სასჯელს იხდის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები