ეს ადამიანი არ ემორჩილება არც მკურნალობას, არც საკვებს იღებს შესაბამისი რაოდენობით და ამავდროულად ცდილობს დააზიანოს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები და ჩრდილი მიაყენოს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, როგორ შეიძლება დაზიანდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები მაშინ, როდესაც საქართველო სრულ თანადგომას უცხადებს უკრაინას.
„ეს ადამიანი არ ემორჩილება არც მკურნალობას, არც საკვებს იღებს შესაბამისი რაოდენობით და ამავდროულად ცდილობს დააზიანოს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები და ჩრდილი მიაყენოს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. როგორ შეიძლება დაზიანდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები მაშინ, როდესაც საქართველო სრულ თანადგომას უცხადებს უკრაინას დაწყებული ჰუმანიტარული მისიიდან დასრულებული პოლიტიკური მხარდაჭერით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. დაახლოებით 300-მდე რეზოლუცია იქნა დასპონსორებული ასევე საქართველოს მიერ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.