“მცდელობაა იმის, რომ როგორმე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს” – გია ვოლსკი

„მცდელობაა იმის, რომ როგორმე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინამ ელჩი გაიწვია, როცა აშკარა პოლიტიკურ თემებზე საუბარი, ჯერჯერობით, საერთოდ არ იყო. „შავ ხვრელებთან“ ყბადაღებული თემები მოიგონეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა. შემდეგ კი, ახალი ვერსია „მოხარშეს“ – სააკაშვილის „მოწამვლის“, რომელმაც ასევე არ იმუშავა და მას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები