მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში სამხრეთ კავკასიასთან და ევროკავშირის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ განხილვებში მიიღო მონაწილეობა

ჰააგაში სამხრეთ კავკასიასთან და ევროკავშირის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, მან საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები, რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი. კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ევროკავშირისთვის ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საერთაშორისო ორგანიზაციის Link-Europe ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები