გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
„გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უცხოური ძალები, იგივე გლობალური ომის პარტია ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების დღისთვის და მეორე დღისთვის განსაკუთრებით. ჩვენ ვნახავთ, რომ იმ დაანონსებულ აქციებში ეს ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ მონაწილეობს არჩევნებში. აღარ მალავს თავად უცხოური აგენტურაც კი, რომ საქართველოში უნდა უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. ამას არ მალავენ, აფინანსებენ, ტრენინგებს ატარებინებენ, ასეულობით ახალგაზრდა მიჰყავთ თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები ეს არის ერთ-ერთი, მათ შორის 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს და ამის მერე რაც ექნებათ ზუსტად ეს არის მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.