ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომაზე ელისო ბოლქვაძემ ბათუმთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა

თბილისში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის ფარგლებში, საკომიტეტო სხდომები გრძელდება. დღეს, განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელთან დაკავშირებით მოხსენება მოისმინეს, რომელიც ონლაინ ფორმატის ფარგლებში გენერალურმა მდივანმა, დენის ბაქსმა წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ბათუმთან, დაკავშირებით პრეზენტაცია საპარლამენტო ასამბლეის ქართველმა დეპუტატმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ელისო ბოლქვაძემ გამართა.

„დღეს აქცენტი გვქონდა იუნესკო-ში შემავალი შემოქმედებითი ქალაქების მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ ბათუმის, როგორც კულტურის ქალაქის მნიშვნელობაზე ასევე, იმ პერსპექტივებზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც აჩენს იუნესკოში შემავალი შემოქმედებითი ქალაქი. ჩვენ დავსახეთ გეგმები, რომ იუნესკო ჩამოვიდეს წელს ბათუმის ფესტივალზე, რაც დაეხმარება ქალაქს სხვადასხვა ქალაქებთან ინტერაქციულ და კულტურულ ურთიერთობებში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები