ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატი გადასცა.

დაჯილდოებამდე, მთავრობის მეთაური საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე.
განიხილეს, ფრანგული ენის პოპულარიზაციის გარდა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის როლის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, რა კუთხითაც ის წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას წევრ ქვეყნებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები