“ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე” – მიხეილ სარჯველაძე

“ურთიერთობებში ძალადობის ნებისმიერი ფორმა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე. პროვოცირებაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ საზოგადოებისთვის ბევრ საკითხზე ბოდიში მოსახდელი არა აქვს, ესეც შეიძლება აგრესიული დამოკიდებულების მაპროვოცირებელი იყოს“, – ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საგარეჯოს ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

„ძალადობის ნებისმიერი ფორმა, ვისგანაც  უნდა მომდინარეობდეს, კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კითხვას, ხელისუფლების მართულობასთან დაკავშირებით, ეს მტკნარი სიცრუეა. ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით და ვერ გავიზიარებთ. პოლიტიკოსები ასეთი დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთების და ბრალდებების წამოყენების უფლებას თავს არ უნდა აძლევდნენ. ის, რომ ცალკეულ ადამიანებს, ვინც ასეთ აქტებში მონაწილეობდა, შეიძლება პოლიტიკური პრეფერენციები და ვინმეს მიმართ რაღაც პოლიტიკური სიმპათიები ჰქონოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მართულია ხელისუფლებისგან ან ოპოზიციისგან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები