დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ უკრაინა სამართლიან ბრძოლაშია რუსეთთან, არ ნიშნავს იმას, რომ უსამართლო ბრძოლა გამოუცხადოს საქართველოს

„ის, რომ უკრაინა სამართლიან ბრძოლაშია რუსეთთან, არ ნიშნავს იმას, რომ უსამართლო ბრძოლა გამოუცხადოს საქართველოს.”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-თან” „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი უკრაინის გავლენა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ნეგატიურად აისახება, ეს დასავლეთის მორიგი შეცდომა იქნება.

„უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაშვება შეთანხმებულია ომის პარტიისა და იმ ლობისტების მხრიდან, რომელთაც საქართველო სცენარში გაწერილი ჰყავდათ ისე, როგორც მეორე ფრონტი. თუკი უკრაინის გავლენა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ნეგატიურად აისახება, ვფიქრობ, ეს დასავლეთის მორიგი შეცდომა იქნება. მესმის უკრაინის ხელისუფლების, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის, იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მათ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ვალდებულება არ უნდა იკისრონ და საერთაშორისო წესები დაიცვან”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები