შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, ვიღაც ცდილობს, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს, პირველ ყოვლისა, საზიანოა თავად უკრაინისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, ვიღაც ცდილობს, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი.

„დღეს რაც უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და, ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი რუსეთთან. თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა თავად უკრაინისთვის არის საზიანო და მეორე, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ამით ძირითადად ხარობენ ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები