გიორგი ვოლსკი: უნისონშია ზელენსკი, ოპოზიცია, სალომე სამადაშვილი, ნებისმიერი სხვა უამრავი ადამიანი შემიძლია, დავასახელო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“ერთხმაში, უნისონშია ზელენსკი, ოპოზიცია, სალომე სამადაშვილი, ნებისმიერი სხვა უამრავი ადამიანი შემიძლია, დავასახელო დღეს, რომელიც ამ რევოლუციურ პროცესის ავტორი თუ არ არის, მონაწილეა აქტიური. ეს არის გაერთიანებული პოზიცია უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილის, ქართული ოპოზიციის. ერთობლივად მიტინგს რომ ჩაატარებ და საქართველოსგან ითხოვ საომარ მოქმედებებში ჩართვას და წინააღმდეგ შემთხვევაში ელჩის გაწვევას ახდენ ქვეყნიდან, რასაკვირველია, აქ კითხვები აღარ უნდა იყოს დამატებითი”, – აღნიშნა ვოლსკიმ.