თბილისის აეროპორტში 207790 აშშ დოლარის ოდენობით არადეკლარირებული ფული აღმოაჩინეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო – გამშვებ პუნქტში 207790 აშშ დოლარის ოდენობით არადეკლარირებული ფული აღმოაჩინეს – ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მებაჟე ოფიცერმა საქართველოს მოქალაქის ხ.მ-ს ხელბარგის დათვალიერებისას იპოვა. ხ.მ. თბილისი-სტამბოლის მიმართულებით მგზავრობდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით 3000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.