მანანა მანჯგალაძეს გია ცაგარეიშვილის საუბრები არ მოსწონს – „ყველა შალვა ნათელაშვილი ვერ იქნება“
ექსპრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტში დეპუტატ გია ცაგარეიშვილის პირველ ნაბიჯებს იხსენებს. როგორც მანჯგალაძე წერს, ადრინდელისგან განსხვავებით ცაგარეიშვილი ახლა ძალიან სიტყვაკაზმულად საუბრობს, ამიტომ მოუწოდებს სათქმელი პირდაპირ თქვას, რადგან ყველა შალვა ნათელაშვილი ვერ იქნება.
„გია ცაგარეიშვილს წლებია ვიცნობ, პირველად რომ შემოდგა ფეხი პარლამენტში მორიდებით. მახსოვს მისი მაშინდელი ლიდერები, როგორ გვთხოვდნენ საპარლამენტო ჟურნალისტებს დახმარებას, ჩაგვეწერა მათი ახალი სახე. მერე ვიღაცამ დამირეკა და მთხოვა: ერთხელ ჩაწერე რა მოხდებაო (მართლა არ მახსოვს, ვინ იყო… ასე იმდენი ” დამიფრთიანებია”). უნდა ითქვას, ბევრი დუბლი არ სჭირდებოდა, პირველივე ჩაწერაზე ჩამოაყალიბა, მაგრამ ახლა ვუსმენ და ვხედავ, ბავშვობაში როგორ თემებს წერდა- აი, კარგი მასწავლებელი რომ გადაგიხაზავდა ხოლმე, ნუ წერ ასე მაღალფარდოვან სიტყვებს… ამდენ ზედსართავს … ნუუუ სადღეგრძელოებსაც. ვხედავ – მხატვრული ანალიზის სახე ექნება. არ მინდოდა ამის დაწერა, რესპონდენტების მიმართ ყოველთვის ვერიდები ასეთ შეფასებებს, მაგრამ ვერ ვხვდები, რაში სჭირდება ეს ვაი სიტყვაკაზმულობა, თქვი რა ადამიანურად, როგორც არის, არც ის არის პრობლემა, რომ არ გიყვარს… ჩვეულებრივი ამბავია და მესმის … ყველა შალვა ნათელაშვილი ვერ იქნება“, – წერს მანჯგალაძე.