დედაქალაქის მთავრობამ შესაძლოა, 30 -მილიონიანი სესხი აღარ აიღოს

ბიუჯეტში ცვლილებები ობიექტურად აუცილებელი იყო – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მერიის მიერ ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის სესხის აღების საკითხს. როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტში ასახული არ იყო ახალგაზრდული ოლიმპიადისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისათვის თანხები, რომელთა მშენებლობის ვალდებულება დედაქალაქს აღებული აქვს.
დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა, სესხის აღება დედაქალაქის მერიას არ დასჭირდეს ტენდერების ეკონომიის ხარჯზე. ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტში ჯადაცვისა და სოციალური პროგრამებისათვის თანხები პრაქტიკულად გახარჯულია. თბილისის მერმა მოუწოდა მთავრობის წევრებს, წლის ბოლომდე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში “ქამრები შემოიჭირონ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები