ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მაღალი პრემიების მიღების შესახებ დავით ნარმანია ინფორმაციას წარმოადგენს

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მაღალი პრემიების მიღების შესახებ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია უახლოეს დღეებში ინფორმაციას წარმოადგენს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღეს საკრებულოს დეპუტატები არიან, არ აქვთ მორალური უფლება, ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთონ.
“მათ ყოველთვიურად აღებული აქვთ არარეალური პრემიები, ზოგჯერ – თვეში 10 000 ლარი. ნარმანიას თქმით, 3 000-4 000 ლარის პრემია თვეში ჩვეულებრივი მოვლენა იყო“, -აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები