თბილისში არწივით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი გამოავლინდა

თბილისში ჩია არწივით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 854-ე მუხლის შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, დერივატებითა და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა ჯარიმით ისჯება.
აღნიშნულ ფაქტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ინტერნეტპორტალზე განთავსებული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გამოავლენეს. მათივე თქმით, მუხლი ასევე ითვალისწინებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციას. სამართალდამრღვევის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდა, ჩამორთმეული არწივი, კი სპეციალისტების რეკომენდაციით, ველურ გარემოში, დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები