ირაკლი ალასანია: ნატოს სამიტი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე იქნება კონცენტრირებული

ნატოს სამიტზე იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს მისი ტერიტორიისა და საზოგადოების დაცვისთვის ადეკვატური შესაძლებლობები მიეცეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უელსში გამგზავრებამდე განუცხადა. მისივე თქმით, სამიტი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე იქნება კონცენტრირებული.
“მთელი სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების, ისე ამ შემთხვევაში საქართველოსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. გარდა ამისა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც ადეკვატური იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის და საზოგადოების დასაცავად”, – განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გამთენიისას უელსში გაემგზავრა, სადაც 4-5 სექტემბერს ნატოს სამიტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები