აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ორჯერ მოხდა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა.
გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.