ალუდა ღუდუშაური: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი – ცოტა მეტ სიდინჯეს თუ გამოიჩენს, ურიგო არ იქნება

“ძალიან სამწუხარო არის, რომ პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი. როგორც ჩანს ვეტოების თემა და საქმე გამოელია. დარჩა უფუნქციოდ, აქტივობის გარეშე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური ფიქრობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მეტ სიდინჯეს გამოიჩენს – ურიგო არ იქნება.

“ახლა რაღაც ანალიტიკური ვერსიები შემოგვთავაზა. ქალბატონი პრეზიდენტი იყო, როდესაც გამოვიდა და იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას გაუსწრო – რაღაცები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ვნახეთ, რომ სულ რაღაც 1 საათში აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა. ამიტომ, მეტი სიდინჯისა და პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ ყველას, ქალბატონ პრეზიდენტს მე რა უნდა ვურჩიო, მაგრამ უფრო უპრიანი იქნება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვურჩევდი, რომ კარგად გაერკვეს ვითარებაში, შეხედოს მოვლენებს ობიექტურად, როგორც არის და არა ისე, როგორც უყურებს თუნდაც ვაი ანალიტიკოსი ან ვაი ექსპერტი, რომელიც, შემდეგ აღმოჩნდება, რომ უხერხულობაში თავს. იმათ რიცხვში ნუ ჩაეწერება ქალბატონი პრეზიდენტი, ცოტა მეტ სიდინჯეს თუ გამოიჩენს, ურიგო არ იქნება”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები