წყალდიდობის გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები