გიორგი მსხილაძე: უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ხელმძღვანელობას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მსხილაძის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს.

„მინდა, გამოვეხმაურო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას, რომელიც გუშინ გააკეთა კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს, უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მთავრობა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები