მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიცია ოცნებობს, რომ შავი ხვრელი იყოს საქართველო – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციების თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციების თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით და საქართველომ ამის გამო არაერთხელ მიიღო კარგი შეფასებები.

“ოპოზიცია კი არ ეჭვობს, ოპოზიცია ოცნებობს, რომ შავი ხვრელი იყოს საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძალიან მტკიცედ განსაზღვრული პოლიტიკა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციების თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით და საქართველომ ამის გამო, არაერთხელ მიიღო კარგი შეფასებები, სწორედ იმ ნაბიჯების გამო და იმ ქმედებების გამო, რასაც ჩვენი სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, შესაბამისად ჩვენ, გავაგრძელებთ ევროკავშირთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ საქართველომ ეს კარგი შეფასებები შეინარჩუნოს. ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის, სანქციების პირველი პაკეტის დროს, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა ოცჯერ, “შავი ხვრელი საქართველო”, ეს რა იყო მაშინ არავინ არ იცოდა. ასე, რომ ეს კამპანია აქ არის დაწყებული, ჩვენივე პოლიტიკოსების მხრიდან და მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები