ზურაბ ქადაგიძე: გუშინ ჩვენი ოპოზიცია პრიგოჟინსა და უკრაინელების გენოციდის მოსურნე სამხედრო დაჯგუფებას გულშემატკივრობდა, დღეს კი საქართველოში ათას უსამშობლო პარტიას ახალი მოძრაობა – „ქართველი ვაგნერელები” შეემატა

„Go go zhenia”-ნიკა გვარამიას ფრთოსან შეძახილს ყველა ვიგინდარა, თაღლითი და ნაძირალა პოლიტიკოსი აჰყვა. გზადაგზა ჩვენი საამაყო ექსპერტები, ყოფილი მინისტრები, ჩინოვნიკები და პრეზიდენტად წოდებული, კრამონის თოჯინა ზურაბიშვილიც შეუერთდა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ქართული ოპოზიციის მხრიდან უკრაინელების გენოციდის მოსურნე სამხედრო ძალების მხარდაჭერა ძალიან მდაბიური საქციელია.

„გუშინ საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდა – „ქართველი ვაგნერელები” დილიდან დაწყებული ისტერია, რომელიც საყოველთაო ჟივილ-ხივილში გადაიზარდა და რევოლუციურ მოწოდებად აქციეს, ყველანაირ მორალურ ზღვარს გაცდა. „Go go zhenia”-ნიკა გვარამიას ფრთოსან შეძახილს ყველა ვიგინდარა, თაღლითი და ნაძირალა პოლიტიკოსი აჰყვა. გზადაგზა ჩვენი საამაყო ექსპერტები, ყოფილი მინისტრები, ჩინოვნიკები და მოქმედი, პრეზიდენტად წოდებული, კრამონის თოჯინა ზურაბიშვილიც შეუერთდა. ამ აგონიის დასასრულად ჭუტა წერეთლის სინანული და უკმაყოფილება, „რა ზამასკაში დაგვტოვა”- იქცა. მოკლედ, „მოსალოცად” გვაქვს საქმე, გუშინ მთელი დღე პრიგოჟინსა და უკრაინელი მოსახლეობის გენოციდის მოსურნე ფაშისტურ სამხედრო დაჯგუფებას გულშემატკივრობდა ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიცია დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ: საქართველოში ათას უსამშობლო პარტიასა და ორგანიზაციას ახალი მოძრაობა – „ქართველი ვაგნერელები” შეემატა”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები