გამოცხადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა – იურისტების მოსაზრება

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს. კონკრეტულად როდის გამოცხადდება ექსპრეზიდენტზე წითელი ცირკულარით ძებნა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინტერპოლი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „კვირასთან“ საუბრისას იურისტი არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს, პროცედურების დაწყება ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოწმდება პირის წითლი ცირკულარით ძებნაზე განაცხადის სამართლებრივი დასაბუთება, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება. მისივე თქმით, პროცედურების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ძებნა აუცილებლად გამოცხადდება.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტზე შიდა ძებნა გამოაცხადა, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში მასზე უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. ჩვენი კანონმდებლობით ეს არ არის გათვალისწინებული. საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები სხვაა. საქართველოს მთავრობა მიმართავს საერთაშორის ძებნის ორგანიზაციას, რომელიც ამოწმებს განცხადების საფუძვლიანობას და ნადვილობას – მოძებნოს თუ არა ყოფილი თანამდებობის პირი წითელი ცირკულარით. უნდა შემოწმდეს ორი მნიშვნელოვანი პრინციპი – რა ისტორია უდევს წინ ძებნის გამოცხადებას და ხომ არ არის პოლიტიკური დევნის ნიშნები“ ,- განმარტა კაიკაციშვილმა.10685223_932764126751604_208988841_n
ექსპერტი კახი კახიშვილი კი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძებნის გამოცხადების შესახებ ინტერპოლის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ პოლიტიკური საფუძველიც ექნება. მისივე თქმით, ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელება.
“ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას იღებს პირადად ინტერპოლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ძალიან სერიოზულად გაიწელება დროში. როდესაც საკითხი ეხება ექსპრეზიდენტს, ბუნებრივია, პოლიტიკას უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ ინტერპოლი მხოლოდ წმინდა სამართლებრივად შეხედავს ამ საკითხს, არ მგონია, მაინც ბუნებრივია, იქნება გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ პოლიტიკური საფუძვლებიც”, – განაცხადა კახიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე პროცედურების დაწყებას საქართველოში აშშ -ს ელჩი რიჩარდ ნორლანდიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს. „მე არ მაქვს ინფორმაცია ამ პროცესზე. ზოგადად, გეტყვით, რომ პროცესი კანონის უზენაესობის დაცვით უნდა წარიმართოს, უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებს და, მეორე მხრივ, ერთობისა და თანამშრომლობის საკითხებს შორის, ეს განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონში კრიზისული სიტუაციების ფონზე“, – აღნიშნა ნორლანდმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნა გამჭირვალედ მოხდება და საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები არ გაუჩნდება. „მთვარია, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარანტული, მაღალკვალიფიციურად დადასტურებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესეც იქნება“, – აცხადებს დოლიძე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი თვლის, რომ პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და ის დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქმის გამოძიებისთვის არის საჭირო. „პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო, ის დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა, რომ გამოიძიოს საქმე და მიიყვანოს იგი ბოლომდე, შესაბამისად, იგი ადეკვატურად იქნება აღქმული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია კი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება.10685160_932764100084940_1204900449_n
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. ჩვენ კარგად ვნახეთ, პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები სხვა შემთხვევებშიც კი როგორ მთავრდება ცივილიზებულ ქვეყნებში. ყველას გვახსოვს, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა და მასზე შიდა ძებნა გამოცხადდა. ექსპრეზიდენტს ბრალი სამ საქმეზე აქვს წაყენებული. პროკურატურა ექპრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას, 2007 წლის 7 ნოემბრი მოვლენებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები