ზელენსკი პუტინის წინააღმდეგ აჯანყების შესახებ: რუსეთის სისუსტე აშკარაა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების აჯანყებას რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ახლა რუსეთის ფედერაციის სისუსტე აშკარაა. მისი თქმით, პუტინი დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდით ფარავდა თავის სისუსტეს, მაგრამ ახლა ამას ვერ ახერხებს.
„ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს. აგზავნის სამხედრო კოლონებს სხვა ქვეყნის ცხოვრების გასანადგურებლად – და ვერ აკავებს მათ გაქცევისა და ღალატისგან. ის ატერორებს რაკეტებით და როცა მათ ჩამოაგდებენ, თავს იმცირებს „შაჰედების“ მისაღებად.
ის აბუჩად იგდებს ხალხს და ასობით ათასს აგდებს ომში – იმისთვის, რომ საბოლოოდ მოსკოვის რეგიონში ბარიკადები დადგას და დაიმალოს მათგან, ვინც თვითონ შეაიარაღა.
რუსეთი დიდი ხანია ნიღბავს თავის სისუსტეს და თავისი მმართველობის სისულელეს პროპაგანდით. ახლა კი უკვე იმდენი ქაოსია, რომ ვერცერთი ტყუილი ვერ იმალება. ეს ყველაფერი – ერთი ადამიანია, რომელიც კვლავ 1917 წლით გვაშინებს , თუმცა ზოგადად მას სხვა რამის გაკეთება არ ძალუძს“, – წერს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი.