გიორგი სიგუა: ჩვენ მართლა ევროპა ვართ და სიბნელისკენ ვერავინ წაგვათრევს!
ტურიზმის დეპარტამენტის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა მიიჩნევს, რომ ანაკლიაში “კაზანტიპი” შედგა. მოსაზრებას სიგუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “ძალიან ძალიამ ბევრი დამიგროვდა დასაწერი და სათქმელი. ნელ – ნელა მოვდივარ აზრზე იმ საოცარი შოკის, სტრესის და დაძაბულობის მერე, რისი გადატანაც მომიწია. ერთი კარგად ჩავუჯდები და მოგახსენებთ სრულ ანალიზს, რა იყო, როგორ, რა იქნება და ა.შ. მთავარი ერთი რამაა, საქართველოში შედგა “კაზანტიპი” , ნამდვილად სენსაციაა ბევრისთვის. ჩემთვის კი იმის მკაფიო დასტური, რომ ჩვენ მართლა ევროპა ვართ და სიბნელისკენ ვერავინ წაგვათრევს”!