ოპოზიციის ბრალდება უმრავლესობას – აგვისტოში ჩუმად გადმობარგდნენ თბილისში

საშემოდგომო სესიის პირველი ბიუროს სხდომას, რომელიც თბილისში მდებარე პარლამენტის განახლებულ შენობაში ტარდება, საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ ესწრებიან.
“კვირასთან“ საუბრისას ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ბიუროს სხდომის თბილისში ჩატარება კონსტიტუციის დარღვევაა.
“პარლამენტის თბილისში გადმოტანა, ჩვენი აზრით, ეს ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია. არ არსებობს არანაირი დადგენილება, ჩუმად, ყოველგვარი დებატებისა და განცხადებების გარეშე მოხდა ეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიგვითითონ კონსტიტუციაში, რის საფუძველზე აკეთებენ ამას, ან გვაჩვენონ რეგლამენტში, რა აძლევთ ამის უფლებას. აგვისტოში სრულიად ჩუმად გადმობარგდნენ თბილისში“, – განუცხადა “კვირას“ სერგო რატიანმა.
პარლამენტის საშემოდგომო სესია თბილისში, რუსთაველის #8-ში ბიუროს სხდომით გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები