ირაკლი კობახიძე: ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უწყება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებზე იზრუნებს

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს – მხარს ვერ დავუჭერთ ვერცერთ ისეთ კანდიდატურას, რომელიც კონსულტაციების გარეშეა წარმოდგენილი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს.

„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. კანდიდატურები წარმოდგენილი იყო კონსულტაციების გარეშე. ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ვერცერთ ისეთ კანდიდატურას, რომელიც კონსულტაციების გარეშეა წარმოდგენილი. მით უმეტეს, რომ აქ შეინიშნება კავშირები „ნაცმოძრაობასთან“, ჩვენს ოპონენტებთან და ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უწყება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებზე იზრუნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები