ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„მემორანდუმი ითვალისწინებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერებას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ხანძრების პრევენციის მიმართულებით. კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟდება სპეციალური ანძა და კამერები, ასევე, შემუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა, რაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის ინფორმაციას ხანძრის გაჩენის საფრთხის შესახებ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც უნიკალური ბუნების მეტად ეფექტიანად დაცვის, ასევე რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები