გიორგი ამილახვარმა საბერძნეთის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

მინისტრმა ელჩთან საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების მეტად გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრა. გიორგი ამილახვარის თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ქართული დიასპორისთვის.   საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები