სოხუმში, დროებით იზოლატორში განთავსებულმა დაკავებულმა სავარაუდოდ თავი მოიკლა – დაწყებულია გამოძიება
ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის ე.წ. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარდაცვალების ფაქტზე.
დაკავებული პირი არის რუსლან აგრბა, რომელიც 16 ივნისს დროებით იზოლატორში მოათავსეს. მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, შეძენა, რეალიზება.
19 ივნისს სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დააკავეს.
ე.წ. პროკურატურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსლან აგრბას ცხედარი 19 ივნისს “თვითმკვლელობის ნიშნებით, იზოლატორის საკანშია ნაპოვნი”.