Reuters: ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად კიევმა შვიდი პირობიდან ორი შეასრულა

ევროკავშირი მზად არის, აღიაროს, რომ უკრაინამ ბლოკში წევრობისთვის შვიდი პირობიდან ორი შეასრულა.

ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ხელმძღვანელობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ევროკომისიის ანგარიშში ეს აღიარება შევა.

უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ მიიღო. თუმცა, ქვეყანას რიგი პირობები აქვს შესასრულებელი. მათ შორის არის სასამართლო რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა.

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შესრულებული ორი პირობა შეეხება სასამართლო რეფორმას და მედიის კანონს.

უკრაინა და ევროკავშირი იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევმა დანარჩენი 5 პირობა სულ რაღაც ნახევარ წელიწადში უნდა შეასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები