ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა 50-მდე მუშა დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები მათ ცუდად ეპყრობიან. ისინი მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კომპანიის მენეჯერის გათავისუფლებას ითხოვენ.
“არანაირი პირობები არ გვაქვს, არც წყალი, არც სასადილო, არც საპირფარეშო, ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა, როცა ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას, მენეჯერი გათავისუფლებით გვემუქრება”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები