საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში პროექტი “მუსიკალური საღამოები” გრძელდება

ჩხოროწყუ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას პროექტი “მუსიკალური საღამოები” გაიმართება.

17 და 18 ივნისს ყაზბეგის, დმანისის, ხობის, ქობულეთის, ბოლნისის, ხელვაჩაურის, ჩხოროწყუსა და თიანეთის მუნიციპალიტეტებმა “მუსიკალურ საღამოებს” უკვე უმასპინძლეს.

ღონისძიების ადგილზე მისულ მოქალაქეებს დახვდათ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, პატარების განწყობაზე კი ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ასევე მოეწყო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ვორქშოპი, ასევე სადეგუსტაციო და კვების ზონა.

ყველა მუნიციპალიტეტში საღამო გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ქართველმა მომღერლებმა მსმენელის საყვარელი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ჩხოროწყუ:

ბოლნისი:

ხელვაჩაური:
ხელვაჩაური
თიანეთი:

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები