ირაკლი კობახიძე: კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იყო წარმოდგენილი”,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის საკითხს.

მისივე თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საკითხთან მიმართებით კონსულტაციებია იმართება.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იყო წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სტანდარტული პრაქტიკა შემდეგია – როდესაც 2 ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, წარდგენა სინუსირებს კონსულტაციებით, რაც დაირღვა ამ შემთხვევაში. ეს ერთი და მეორე – ერთ-ერთი კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები